16:23 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-26 11:37:20, 1305 ნახვა

საზოგადოება
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიულ საათს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებშიც აღნიშნავენ

17:10 წუთზე,ზუსტად იმ დროს, როცა,ნოე ჟორდანიამ, 100 წლის წინ  საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, ამერიკის, ევროპის და ახლო აღმოსავლეთის  ქვეყნებში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა  და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბებიან ადგილსამყოფელი ქვეყნის  ღირსშესანიშნაობასთან და საქართველოს მოსახლეობას  მიულოცავენ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლისთავს  და დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

აღსანიშნავია, რომ 26 მაისს საქართველოს დროშის ფერებში ნათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები.

საგარეო უწყების ცნობით, სლოვენიაში, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიუბლიანას ციხე-სიმაგრე; ლიტვაში, ვილნიუსის ცენტრალური ხიდი და ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - სამი ჯვრის მონუმენტი. თურქეთში, ქალაქ ანკარაში განათდება ე.წ. "ანკარის ტყუპი ცათამბჯენი", ასევე განათებული იქნება საუდის არაბეთში რიადის ორი ცათამბჯენი, კორეაში სეულის მუნიციპალიტეტის, პორტუგალიაში ლისაბონის მერიის და ესტონეთში საქართველოს საელჩოს შენობები.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics