14:22 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-22 15:04:14, 1396 ნახვა

კომენტარი
წიკლაური: ბიძინა ივანიშვილს ნარკოპოლიტიკაზე თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, ჩვენს შეფასებებს ისმენდა

„ბატონ ბიძინას ამ ეტაპზე თავისი პოზიცია არ დაუფიქსირებია, უფრო ჩვენს შეფასებებს ისმენდა. შესაბამისად, დავიშალეთ ისე რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მირიან წიკლაურმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრები გაგრძელდება და გუნდში საერთო პოზიცია უახლოეს მომავალში იქნება ჩამოყალიბებული.

„შეხვედრები და მუშაობა ამ თემაზე გაგრძელდება და უახლოეს მომავალში ჩამოვყალიბდებით ისეთ ვარიანტზე, რომელიც ქვეყნისათვის მისაღები იქნება. ჩემი აზრით ასე ხელაღებით დეკრიმინალიზაცია არ შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ამას შესაბამისი ჯაჭვური რეაქციები შეიძლება მოჰყვეს. რა თქმა უნდა ლიბერალიზაცია შესაძლებელია, თუმცა ისე, რომ ამან სხვა უარესი მოცლენები არ გამოიწვიოს. ამ საკითხთან დაკავშირევით ბატონ ბიძინას სიტყვას რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ავტორიტეტიდან გამომდინარე, მაგრამ გადამწყვეტ სიტყვას პარლამენტი იტყვის“, - განაცხადა მირიან წიკლაურმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა. შეხვედრას ყოფილი პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმში ბიზნესებისთვის EBRD-ის მხარდამჭერ პროგრამებზე შეხვედრა გაიმართა
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics