18:34 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-21 17:39:50, 1740 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების საკითხს 30 მაისს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების საკითხს 30 მაისს განიხილავს.

როგორც „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, თუ სასამართლო მათ სარჩელს დააკმაყოფილებს, მარიხუანა საქართველოში სრულად ლეგალური იქნება.

„30 მაისს, 11:00 საათზე საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ჩემი და ვახოს ერთობლივ სარჩელს, რომელიც ეხება ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას მარიხუანას მოხმარებისთვის. იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვას ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მან უარი უნდა თქვას ჩვენ მიერ უკვე მოგებული საქმე #732-ის ლოგიკაზე. თუ ამ საქმეს მოვიგებთ, მარიხუანა საქართველოში იქნება სრულად ლეგალური. ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ყველამ დავხარჯეთ ბევრი წელი, ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! თავისუფლება იწყება შენი სხეულიდან! კი, ჩემი სხეული არის ჩემი! მეტი არავისი! და რასაც მინდა იმას ვუზამ! ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა მოგებულია. თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics