|
2018-05-19 12:21:04, 1474 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვდრა გაიმართა
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივების წარმომადგენლებთან გაიმართა. სტუმრებს მასპინძლობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ანდრო ასლანიშვილმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ გაუწიეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სწორედ დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე წლებიდან ჩაეყარა საფუძველი მევენახეობა-მეღვინეობის კოოპერატივების ჩამოყალიბებას, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. სტუმრებმა მიიღეს ინფორმაცია მევენახეობა-მეღვინოების განვითარების მიმართულებით მათთვის საინტერესო საკითხებზე, არსებულ გამოწვევებზე, ისაუბრეს პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე დაათვალიერეს სააგენტოში განთავსებული მარანი, ენოთეკა და მუზეუმი. დასასრულს მოეწყო სამეცნიერო ფილმის „საქართველო - ღვინის აკვანი" ჩვენება. ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების 8-ათასწლოვანი ისტორიის ფონზე, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნა მეღვინეობის ინდუსტრიისა და დარგის მეცნიერული განვითარების მიმართულებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი იყო. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღიდან, საქართველო ეკონომიკის აღდგენას შეუდგა, რომლის ერთ-ერთი საფუძველი სოფლის მეურნეობა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგი იყო.
(NS)
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)