14:24 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 12:51:17, 1512 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს

ღამის კლუბებში სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა საქმეში მოწმის სახით 4 პირი ფიგურირებს, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ეს მოწმეები არიან პირები, რომლებმაც ბრალდებულებისგან საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს.

"ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტზე დაკავებული არის 8 პირი. აღნიშნული პირები ღამის კლუბებში ახდენდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზებას. რაც შეეხება დაკავების ფაქტს, ყველა პირი დაკავებულია სხვადასხვა ადგილას, მათ შორის ერთი, ღამის კლუბის თანამშრომელი დაკავებულია ღამის კლუბთან. რაც შეეხება მტკიცებულებებს საქმეში მოიპოვება როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დაკვნები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია. საქმეში ფიგურირებს 4 მოწმე, რომელთაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ეს ის პირები არიან, ვინც საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს", - განაცხადა პროკურორმა. 

ამასთან, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით  პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics