17:34 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 13:14:59, 2247 ნახვა

მსოფლიო
მედია: ჯინა ჰესპელი CIA-ს ხელმძღვანელის პოსტზე უარის თქმას აპირებდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი ჯინა ჰასპელი შეთავაზებულ თანამდებობზე უარის თქმას აპირებდა.

მედიის ცნობით, მან უკვე სთხოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციას უარი თქვან მის კანდიდატურაზე.

„ამ გზით სურს მას თავი აარიდოს აშშ-ს სენატში ოთხშაბათს მისი გამოსვლისთვის დაგეგმილ მძიმე კითხვებს, ასევე CIA-სა და საკუთარი თავისთვის რეპუტაციის შესაძლო გაფუჭებას“,- წერს The Washington Post-ი.

სენატში მისი კანდიდატურის განხილვა 9 მაისს არის დაგეგმილი.

ჯინა ჰესპელი პირველი ქალია ისტორიაში, რომელიც ამერიკულ დაზვერვას უხელმძღვანელებს.  ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცით. 2002 წელს ჰასპელი ტაილანდში საიდუმლო ციხეს ხელმძღვანელობდა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილების მიმართ დაკითხვის დროს წამებას მიმართავდნენ. მას ამგვარი დაკითხვის ამსახველი ვიდეო ჩანაწერების განადგურებაშიც ადანაშაულებენ.

61 წლის ჯინა ჰასპელმა CIA-ს დირექტორის პოსტზე მაიკ პომპეო უნდა შეცვალოს, რომელმაც ცოტა ხნის წინ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაინიშნა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics