03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-07 11:48:13, 1674 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: ავტომობილებისა და უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება უნდა აიკრძალოს

„ლომბარდებთან დაკავშირებით აუცილებლად შემოვა ახალი რეგულაცია და ჩემი განწყობაა, რომ ეს უნდა მოხდეს მიმდინარე თვეში“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჭარბვალიანობის მთავარი პრობლემა ქვეყანაში არსებული ლომბარდების არაჯანსაღი საქმიანობაა.

„ლომბარდები გარკვეულ წილად გადაიქცა ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად, უფრო მეტიც, ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ლომბარდებში აიკრძალოს ავტომობილებისა და ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება. ჩვენ მოქალაქეებსა და ლომბარდებს შორის ჩამოყალიბდა ძალიან არაჯანსაღი ურთიერთობა, ამიტომაც ლომბარდების საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და არ უნდა მოიცავდეს რეგისტრირებულ ქონებას, რომელშიც მე ვგულისხმობ ავტომობილებსა და უძრავ ქონებას. ბუნებრივია, ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, შეეხება აბსოლუტურად ყველა იურიდიულ პირს, ვინც  არის დასაქმებული ფინანსურ სექტორში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics