03:24 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-04 11:52:07, 1715 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ მწარმოებლებს პლასტიკის პარკების რეგულაციის წესები გააცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე საქართველოში პლასტიკის პარკების იმპორტიორებს, მწარმოებლებს, მსხვილი სუპერმარკეტებისა და ფარმაცევტული კომპანიების ქსელის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს ტექნიკური რეგლამენტის პროექტი „პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეგულირების წესი“ გააცნო.

ნოდარ კერესელიძის განცხადებით, გაერთიანებული სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვაა.

„ჩვენ გვინდა ბიზნესსექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით შევძლოთ პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირება და შესაბამისად, პლასტიკის პარკებისგან გარემოს დაცვა. გარემოს დაცვაზე ზრუნვა თოთოეული ჩვენგანის ვალდებულებაა და ვფიქრობ, შევძლებთ ეფექტიან თანამშრომლობას“, - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics