15:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-03 10:29:00, 2075 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობების ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს.

Theguardian-ის ცნობით, იდეის ინიციატორები რესპუბლიკელი კონგრესმენები არიან.

„ჩვენ ვხედავთ ჩრდილოეთ კორეაში უფრო მეტ პროგრესს, ვიდრე ობამას პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ეს არის მსოფლიოში ტრამპის ლიდერობის პირდაპირი შედეგი“, - განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ლუკ მესერმა.

მესერის  ინიციატივას კიდევ 17 რესპუბლიკელი შეუერთდა.

ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე 2019 წელს იქნება წარდგენილი, ვინაიდან მიმდინარე წელს განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელ პრეზიდენტებს შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში აქვთ ბარაკ ობამას, თეოდორ რუზველტსა და ვუდრო ვილსონს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics