01:03 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-30 13:21:32, 1503 ნახვა

საზოგადოება
NDI - გამოკითხულთა 60% თავს დასაქმებულად არ თვლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა თავს დასაქმებულად არ თვლის.

კერძოდ, 60% აცხადებს, რომ დასაქმებული არ არის, ხოლო 39% ამბობს, რომ დასაქმებულია.

60%-დან, ვინც თავს დაუსაქმებლად თვლის, 37% აცხადებს, რომ უმუშევარია და სამსახურს ეძებს; 24% - პენსიონერია და არ არის დანიტერესებული სამსახურის პოვნით; 15% - დიასახლისია; 8% - პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს; 6% - უმუშევარია და არ არის დაინტერესებული სამსახურის პოვნით (დიასახლისის გარდა); 5% - სტუდენტია; 2% პენსიონერია და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს სამსახურს; 1% - შშმ პირია; ასევე 1% პენსიონერია და სამსახურს ეძებს.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics