14:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 14:51:55, 2351 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება

სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის დუმის დეპუტატებს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. 

ადგილობდრივი მედიის ცნობით, რუსი პარლამენტარების დელეგაციას რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფაშინიანმა მედიას განუცხადა, რომ რუსეთის და სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.

„ჩვენ შევხვდით დუმის დეპუტატებს. მათ ჰქონდათ კითხვები და ჩვენ ვუპასუხეთ. მთავრი გზავნილი ის არის, რომ ეს პროცესი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკური შეთქმულება არ არის. რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებს არაფერი ემუქრება.“ – განაცხადა ფაშინიანმა.

ერევნის მცხოვრებლებმა მმართველი რესპუბლიკური პარტიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები განაახლეს.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, სადაც მთავრობის შენობა მდებარეობს. ამასთან, რამდენიმე ათეული სტუდენტი საავტომობილო გზაზე დაჯდა და მოძრაობის შეფერხებას შეეცადა

საპროტესტო აქციების ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ორდღიანი შესვენების შემდეგ, დედაქალაქის მოსახლეობას ერევანში 12:00 საათიდან მოქმედებების განახლებისკენ მოუწოდა. 
17:00 საათზე მან ერევნის მაცხოვრებლებს საფრანგეთის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics