14:12 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-29 11:43:16, 2869 ნახვა

მსოფლიო
ჟან კლოდ იუნკერი: ევროპის უსაფრთხოების დაცვა რუსეთის გარეშე შეუძლებელია

ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან თანასწორუფლებიანი საუბარი- ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა.

მისის თქმით ევროპის უსაფრთხოების დაცვა რუსეთის გარეშე შეუძლებელია.

ჟან კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროპამ უნდა აღადგინოს კონტაქტი რუსეთთან და დაივიწყოს „ცივი ომის“ დროინდელი რიტორიკა.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ რუსეთთან თანასწორუფლებიანი საუბარი. ჩვენ, ევროპელებს, ხანდახან გვგონია, რომ მთელი სამყაროს მმართველები ვართ. გვავიწყდება, რომ დიდი სამყაროს პატარა ნაწილი ვართ. ჩვენ ვკარგავთ ეკონომიკურ სიძლიერეს. დემოგრაფიული დანაკარგიც სახეზეა. დედამიწის სხვა ნაწილს ყური უნდა დავუგდოთ“, – განაცხადა იუნკერმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ფაქტორის  უგულებელყოფა შეუძლებელია.

„ჩემი მეგობარი ვლადიმირ პუტინი – ჩვენ წლებია ვმეგობრობდით, მიუხედავად იმისა რომ დღეს პუტინის მეგობრად მოხსენიება არ შეიძლება – ძალიან შეწუხებული იყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, რომელშიც მან რუსეთი რეგიონულ მოთამაშედ მოიხსენია. ეს ასე ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics