22:51 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-26 12:21:02, 1604 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა გუდაურში დაშავებულთა სამედიცინო დახმარების პროცესში ჩართული პირები დააჯილდოვა

გუდაურის ინციდენტის შედეგად დაშავებულთა სამედიცინო დახმარების  პროცესში ჩართული პირები ჯანდაცვის მინისტრმა დააჯილდოვა.

დავით სერგეენკომ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების, რეგიონული ჯანდაცვის, ღუდუშაურის საავადმყოფოსა და სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯია“-ს 26 თანამშრომელს სიგელები პირადად გადასცა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ ყოველ მათგანს შესრულებული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

გუდაურის სათხილამურო ტრასაზე ინციდენტი 16 აპრილს მოხდა. საძელეს მონაკვეთზე საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეები დაშავდნენ. მათ სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ნაწილს სამედიცინო მომსახურება რეგიონული ჯანდაცვის გუდაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრში აღმოუჩინეს, ხოლო დანარჩენები სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში „აკად. ო.ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრსა“ და  „მედიქლაბჯორჯია“-ში გადაიყვანეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიწოდებასა და პაციენტების ჰოსპიტალიზაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics