18:51 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-22 18:05:26, 417 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულომ დავით ნარმანიას მრჩევლების დანიშვნის საკითხს მხარი არ დაუჭირა

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას მრჩევლების დანიშვნის საკითხს მხარი არ დაუჭირა. 

როგორც საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულომ ნარმანიას „ჭკუა ასწავლა“.

„კარგია, რომ ჭკუა ასწავლა. ზუსტად ჩვენ გვეკითხება დანიშვნის საკითხი. შემთხვევით ნარმანიას თავი არა თბილისის მერად, არამედ სასიმინდის ან საქათმის დირექტორად ხომ არ წარმოუდგენია? „, – აღნიშნა ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ საკრებულოს დავით ნარმანიასთვის დამატებით 5 მრჩევლის საკითხი გადაუგზავნა დასამტკიცებლად. 

როგორც მერიაში განმარტავენ, მრჩევლების პოსტზე წარდგენილი კანდიდატურები მერიაში სხვადასხვა პოზიციაზე მომუშავეები არიან და ეს  შტატების დამატებას არ გამოიწვევდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics