00:36 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-23 16:58:09, 2298 ნახვა

ეკონომიკა
მამუკა ბახტაძე სსფ-ის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს, ვიტორ გასპარს შეხვდა. 

მხარეებმა  დეპარტამენტის მიერ საქართველოს, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების  მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. 

ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) პროგრამის მეორე მიმოხილვის წარმატებით დასრულების მნიშვნელობას. ფინანსთა მინისტრმა  სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსს გააცნო ის დადებითი  დინამიკა, რაც 2017 წლის ბოლოს და 2018 წლის დასაწყისიდან აღინიშნება ეკონომიკაში, საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით, განიხილეს საგადასახადო პოლიტიკასა და შემოსავლების ადმინისტრირების საკითხები, საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics