23:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 18:11:52, 2264 ნახვა

ეკონომიკა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს „ექსონ-მობილის" დელეგაცია ესტუმრა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოში" ამერიკულ კომპანია „ექსონ-მობილთან" გაიმართა შეხვედრა. უმსხვილესმა ამერიკულმა ნავთობკომპანიამ საქართველოს ნახშირწყალბადების განვითარების პერსპექტივით დაინტერესება გამოთქვა.

ქართულმა მხარემ, მასალის გაცნობის მიზნით, საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს გააცნო თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების პერსპექტივებზე საქართველოში არსებულ სალიცენზიო ფართობებზე.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი საქართველოში რამდენიმე დღით დარჩება. ამ დღეების განმავლობაში „ექსონ-მობილის" წარმომადგენლები ქართველ სპეციალისტებთან ერთად უკეთ გაეცნობიან არსებულ გეოლოგიურ და გეოფიზიკურ მონაცემებს და ერთობლივად დასახავენ სამომავლო პერსპექტივებს.

კომპანია „ექსონ-მობილი" 1999 წლის ბოლოს დაარსდა აშშ-ში, ტეხასის შტატში. მისი სათავო ოფისი ქალაქ ირვინშია. „ექსონ-მობილი" ორი დიდი კომპანიის გაერთიანების საფუძველზე შეიქმნა. ეს გახლავთ 1973 წელს დაარსებული ამერიკული „ექსონი" და 1911 წელს დაარსებული ამერიკული „მობილი". კომპანია ნავთობისა და გაზის მოპოვებასა და მიწოდებას ახორციელებს.

2016 წელს „ექსონ-მობილს" მსოფლიოს ტოპ-10 მაღალშემოსავლიან კომპანიებს შორის მე-6 ადგილი ეკავა და მისი კაპიტალი 246 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დასაქმებული ჰყავს 80 ათასამდე ადამიანი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics