11:35 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 13:15:46, 704 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ წაბლანაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

სოფელ წაბლანაში მომხდარი ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანას ესტუმრა და 1989 წლის 19 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ღონისძიებას, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ყოველწლიურად იმართება, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, ხულოს მერი გოჩა მელაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  ხსოვნის მემორიალის ყვავილებით შემკობის შემდეგ, ზურაბ პატარაძემ  დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა წაბლანელებისთვის წლების მანძილზე არსებული პრობლების გადაჭრის საკითხზე, მისი თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს სულ მალე საშუალება მიეცემათ იქონიონ საკუთარი ჭერი. „როგორც თქვენთვის ცნობილია, აჭარის მთავრობის დაფინანსებით და საქართველოს განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ასევე ინვესტორი კომპანია "აჭარისწყალის" ჩართულობით შენდება საცხოვრებელი, რომელშიც ტრაგედიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილები თავშესაფარს, მუდმივ ჭერს მიიღებენ. მინდა გაგახაროთ და გაცნობოთ, რომ მშენებლობა უკვე დასრულების ეტაპზეა, შემოდგომაზე ბინების გადაცემას ერთად აღვნიშნავთ" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

1989 წლის 19 აპრილს, აჭარის მაღალმთიან სოფელში, წაბლანაში ჩამოწოლილმა მეწყერმა სოფელი მოიყოლა, რის შედეგადაც 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics