23:22 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 12:10:00, 1451 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: აზიის განვითარების ბანკი აქცენტს იღებს რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვიზიტს გამოეხმაურა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი აქცენტს გააკეთებს კერძო სექტორის, მწვანე ეკონომიკის და ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების განვითარებაზე, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის ვიზიტი შედგა გუშინ. გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი და მინდა, აღვნიშნო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. აზიის განვითარების ბანკი თავის მომავალ საქმიანობაში აქცენტს იღებს  რეგიონული თანამშრომლობის პროექტებზე. ამ შემთხვევაში, რეგიონში იგულისხმება ჩვენი ქვეყნის სამეზობლო ასევე, ცენტრალური აზიის ქვეყნები, აზიის სხვა რეგიონები და  სპარსეთის ყურის ქვეყნები.

უმნიშვნელოვანესია, რომ აქცენტი გაკეთდება თითოეული დახარჯული დოლარის, თუ ევროს ეფექტზე კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ანუ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება კერძო სექტორის განვითარებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - მწვანე ეკონომიკის განვითარებაზე, ალტერნატიული ენერგეტიკის წყაროების განვითარებაზე, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. აგრეთვე, ჩვენს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე, რომელიც ეხება მდგრადი განვითარების მიზნებს, გაერო-ს მიერ დამტკიცებული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას. უპირველეს ყოვლისა, ეს ნიშნავს უფრო მეტ ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, უფრო მეტ თანამშრომლობასა და უფრო სუფთა გარემოს, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, მისასალმებელია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

მან აზიის განვითარების ბანკს და მის ადგილობრივ ოფისს კარგი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics