07:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-14 11:26:53, 1997 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონი: მსოფლიო ზიზღით არის განწყობილი ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებასთან დაკავშირებით

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი სირიაზე განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს ეხმაურება.

როგორც ბორის ჯონსონი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, მსოფლიო ქიმიური იარაღის გამოყენების მიმართ ზიზღით არის განწყობილი.

"მივესალმები დიდი ბრიტანეთის სამხედრო დარტყმებს, რომელიც მან ამერიკელ და ფრანგ მოკავშირეებთან განახორციელა. ეს დარტყმა განხორციელდა სირიაში ქიმიური იარაღის მთავარ ნაგებობებზე. მსოფლიო ერთიანად ზიზღით არის განწყობილი ქიმიური იარაღის ნებისმიერი სახით გამოყენებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე სამოქალაქო პირების ეხება", - წერს ჯონსონი.

ცნობისთვის, დღეს დილით, საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და ბრიტანეთი შედის, სირიაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics