20:51 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-12 12:12:00, 1413 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საქართველო ერთ-ერთი პირველი შეუერთდა „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივას“ და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია

„ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივა" (BRI) მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ყველა მონაწილე ქვეყანას, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონულ თანამშრომლობას, სახელმწიფოებს შორის ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებას, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ჩინეთის სახალხო ბანკის მაღალი დონის კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და ფინანსური პლატფორმები სარტყლისა და გზის ინიციატივის წარმატებული იმპლემენტაციისთვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ინიციატივა ასევე გულისხმობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის და სოციალური კეთილდღეობის ზრდას ყველა მონაწილე ქვეყნისთვის.

დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" იმპლემენტაციას მნიშვნელოვანი ინვესტიციები და კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ესაჭიროება.

მისი განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი  იყო იმ პირველ ქვეყნებს შორის, რომელიც შეუერთდა BRI-ის ინვესტიციას და მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია ამ მიმართულებით.

„მინდა აღვნიშნო, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც ჩვენ ჩინეთთან გაგვაჩნია, რა თქმა უნდა დაიწყო სწორედ იმ პირველი ბიძგიდან, რომელსაც „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" მიერთება ერქვა. საქართველო დღეს უკვე აბრეშუმის გზის ძირითადი მონაწილე ქვეყანაა, ჩვენ ორჯერ ვუმასპინძლეთ ფორუმს ჩვენს ქვეყანაში და ინტერესი რა თქმა უნდა, ძალიან დიდია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მოუტანოს სარგებელი. კერძოდ კი, შეიქმნას დამატებითი ღირებულების სერვისები დ ა პროდუქტები.

„ისეთები, როგორიც არის ლოჯისტიკური ცენტრები, სადაც ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და შესაბამისად, ახალი დამატებითი ღირებულება შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში" , - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო სრულად იზიარებს „ერთი გზა, ერთი სარტყელის ინიციატივის" თანამშრომლობის ხუთ ძირითად პრიორიტეტს და ყოველთვის მიესალმება ახალ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონული კავშირების გაძლიერებასა და საერთაშორისო გადაზიდვებისა და ვაჭრობის ხელშეწყობას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics