15:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-09 11:21:30, 1414 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა ხსენების დღეს მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოებზე იმყოფებოდა.

ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ 2008 და 1990-იან წლებში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად, მუხათგვერდიდან თავდაცვის მინისტრმა და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაშლიჯვარში მდებარე ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ გადაინაცვლეს და ქართველი მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

“პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც ყოველდღიურად, საკუთარი თავგანწირვის მაგალითით, გვაძლიერებენ იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობისთვის ჩვენს ქვეყანაში”, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics