13:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-06 10:29:31, 1423 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს პირველი კორპუსიდან პარლამენტისკენ დღეს მსვლელობა „სოლიდარობა ტყიბულს“ გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე, ტყიბულში გარდაცვლილი მეშახტეების სოლიდარობის ნიშნად, თსუ-ის პირველი კორპუსიდან პარლამენტისაკენ აუდიტორია 115,  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი და ახალგაზრდა სოციალისტები აქცია-მსვლელობას გამართავენ.


როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქტივისტები  სახელმწიფოს იმ ეკონომიკური პოლიტიკის გაპროტესტებენ,  რომელსაც უკვე წლებია მოქალაქეები სამუშაო ადგილებზე ეწირებიან.

ამასთან მოითხოვენ:
გადაგდეს დიმიტრი ქუმსიშვილი დაკავებული პოლიტიკური თანამდებობიდან და მთავრობის ეკონომიკის გუდნმა შეწყვიტოს უსაფრთხო და ღირსეული შრომითი პოლიტიკის წარმოების შეფერხება. ემსახუროს მოსახლეობის და არა კონკრეტული ბიზნეს-ელიტების ინტერესებს.

ხელისუფლებამ შეიმუშაოს ტყიბულის განვითარების ალტერნატიული გეგმა, რაც გულისხმობს ტყიბულის ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირებას რაც უზრუნველჰყოფს მოსახლეობის ნაკლებად დამოკიდებულებას შახტებზე. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics