13:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 19:46:20, 1618 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის პორტის დირექტორი გადადგა

შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი დანიარ მუხამედ რახინი თანამდებობიდან გადადგა.

შესაბამისი გადაწყვეტილება პორტის დირექტორმა თანამშრომლების ოთხდღიანი შიმშილობის შემდეგ მიიღო. მუხამედ რახინის გადაწყვეტილებას თანამსრომლები ტაშით შეხვდნენ.

მთელი დღის განმავლობაში პორტის თანამშრომლებსა და მმართველი კომპანია "ყაზტრანს ოილის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. პორტის თანამშრომლების მოთხოვნით, მათ შორის მედიატორის ფუნქციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ასრულებდა.

ბათუმის პორტის დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ თანამშრომლებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

ცნობისთვის, თანამშრომლები ნავსადგურში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics