03:55 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 17:52:02, 2081 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: პოპულარობის 50%-ს მივაღწიე - ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ორგანიზაციას Rasmussen Reports მადლობა გადაუხადა, რომლის გამოკითხვის მიხედვით, ტრამპი ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე პოპულარულია. 

"მადლობა Rasmussen-ს სამართლიანი გამოკითხვისთვის. ახლახან პოპულარობის 50%-ს მივაღწიე. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მატყუარა ობამას ჰქონდა პრეზიდენტობის იმავე პერიოდში“, - წერს ტრამპი Twitter-ის საკუთარ გვერდზე. 

კვლევის თანახმად, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რეიტინგი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 3 პუნქტით გაუმჯობესდა და 50%-ს მიაღწია. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის იმავე პერიოდში, ანუ 2010 წლის 2 აპრილს ბარაკ ობამას რეიტინგი 46% იყო. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics