21:46 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 12:53:32, 2003 ნახვა

მსოფლიო
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ხანძარს 64 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა. დაღუპულთა დიდი  ნაწილი ბავშბები არიან.

მედიის ცნობით, ცეცხლი 500 კვადრატულ მეტრზე იყო მოდებული. ადგილზე მობილიზებული იყო 210 მეხანძრე და 48 ერთეული ტექნიკა. მაშველებმა 20-მდე ადამიანი გადაარჩინეს.  შენობიდან 100 ადამიანის ევაკუირება მოხდა.

საავადმყოფოში გადაყვანილი დაშავებული ადამიანები ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა.

ცნობისთვის, ხანძარი კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში გუშინ გაჩნდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics