16:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 21:13:18, 2107 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე: დღეს მიღებული კონსტიტუციით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, იზრუნოს თავისუფალი და ღია ეკონომიკის განვითარებაზე

საქართველოს პარლამენტის მიერ ქვეყნის განვითარების ინტერესზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღება, უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურობას, დემოკრატიულ პროცესს, რადგან მასში მკაფიოდ გამოკვეთილია ხელისუფლების დანაწილების პრინციპი," - ამის შესახებ  ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მინისტრი საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ქვეყნის კონსტიტუციის საბოლოო რედაქციით მიღება შეაფასა.

როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციით განმტკიცებული განაცხადი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ, რითაც სახელმწიფო ყველაზე მაღალი სტანდარტით იღებს ვალდებულებას, იზრუნოს თავისუფალი და ღია ეკონომიკის, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებაზე.

„ამავდროულად, ჩვენ კონსტიტუციურ დონეზე ვაფიქსირებთ, რომ დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებული ეს პრინციპები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უქმნის კონსტიტუციურ გარანტიებს, ისარგებლონ და ჩაერთონ კონკურენტულ, თავისუფალ ეკონომიკურ ურთიერთობებში," - განაცხადა ბახტაძემ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics