21:08 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 11:56:34, 1409 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ მეტი ძალისხმევა მიმართოს

საქართველოს სახალხო დამცველი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობას - საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოების ცხოვრებაში, არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნეგატიური დამოკიდებულებები მნიშვნელოვნად აბრკოლებს.

ომბუდსმენი სახელმწიფოს მოუწოდებს, მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ, რათა სხვების თანასწორად იქნას უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში:

„21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მისი აღნიშვნა დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 2018 წელს ამ დღის აღნიშვნის თემა – „რას ვმატებ საზოგადოებას“ – ხაზს უსვამს დაუნის სინდრომის მქონე პირთა თანაბარ წვლილს საზოგადოებრივ, საჯარო, პოლიტიკურ, კულტურულ და ცხოვრების სხვა სფეროებში.

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობას - საკუთარი წვლილი შეიტანონ საზოგადოების ცხოვრებაში, მნიშვნელოვნად აბრკოლებს არასაკმარისი ინფორმირებულობა და ნეგატიური დამოკიდებულებები. აუცილებელია ყველა სუბიექტმა, მათ შორის სახელმწიფომ, სამოქალაქო სექტორმა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, დამსაქმებლებმა, ფართო საზოგადოებამ დაინახონ ეს სარგებელი და ხელი შეუწყონ დაუნის სინდრომის მქონე პირების შესაძლებლობების განვითარებას.

საქართველოში დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეების მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის კუთხით გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ რჩება წინაღობები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ამ პირთა საჭიროებების გამოვლენა და ზრუნვა მათ მოგვარებაზე. უზრუნველყოფილი უნდა იქნას სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მისაწვდომობა, ხარისხიანი განათლების მიღება, დასაქმების თანაბარი შესაძლებლობა და დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობა.

არსებული გამოწვევების დაძლევისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რაც უნდა მოიცავდეს დაუნის სინდრომის მქონე პირებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას და გაძლიერებას, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და სერვისების დაგეგმვას და განხორციელებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს მეტი ძალისხმევა მიმართოს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებების დაცვისკენ, რათა სხვების თანასწორად იქნას უზრუნველყოფილი მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics