|
2018-03-19 12:20:23, 1426 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: პარლამენტი მიიღებს ერთ, პრინციპულ, ძლიერ რეზოლუციას
საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას და უმცირესობასთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმებულ ტექსტს მხარი დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რეზოლუციაში საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, თავისუფლებისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულებს მკაცრი შეფასებები ეძლევა. რეზოლუციის ტექსტში ასევე კონკრეტული ქმედებებია განსაზღვრული. "ეს არის პირველ რიგში, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცეს ოჯახს.საფუძვლიანი გამოძიების ჩატარება ამ ფაქტზე,მათ შორის საერთაშორისო აქტორების მონაწილეობით.ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში და ეს არის სპეციალური სიის შექმნა, სადაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და უფლებების წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული და მსჯავრდებული პირების შეყვანა მოხდება და მათ მიმართ საქართველოს ხელისუფლება იმუშავებს, რომ დაწესდეს შეზღუდვები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო მასშტაბით. პარლამენტი მიიღებს ერთ, პრინციპულ, ძლიერ ტექსტს, როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ უფლებებს", - აღნიშნა თალაკვაძემ. რაც შეეხება რეზოლუციაში ასახული მექანიზმების აღსრულების საკითხს, თალაკვაძის განმარტებით,პარლამენტი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობასა და საქართველოს მთავრობას სპეციალური სიის შექმნასთან დაკავშირებით. თუმცა თალაკვაძე ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რომელი უწყება იქნება აღსრულებაზე პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ უმრავლესობას რეზოლუციაში რამდენიმე დამატების შეტანა სურს.კერძოდ, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სახელების გასწვრივ გაკეთდეს ჩანაწერი დავით ბაშარულის შესახებ, რომელიც 2014 წელს გაუჩინარდა, შემდეგ კი, თალაკვაძის თქმით, დადგინდა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მოხდა მაღალი ალბათობით მისი სიცოცხლის ხელყოფა. აგრეთვე, მმართველი გუნდის ინიციატივაა, ტექსტში გაკეთდეს ჩანაწერი დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მორიგი კონსულტაციები გაიმართება, რა დროსაც რეზოლუციის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმება მოხდება.
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)