18:40 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 15:45:09, 2244 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ ჟირინოვსკი: ეს არის პლანეტის, დედამიწის მეთაურის არჩევნები

"ეს არის პლანეტის, დედამიწის მეთაურის არჩევნები",-ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა,  „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შემდეგ "რია ნოვოსტის" ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

"ჩვენი ქვეყანა ირჩევს რუსული სახელმწიფოს ლიდერს, რომლის საზღვრებიც ჯერ კიდევ  არ გვაქვს  ბოლომდე დადგენილი. არჩეული პრეზიდენტი იქნება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ დედამიწის, პლანეტის ხელმძღვანელი",-აცხადებს ჟირინოვსკი.

შეგახსენებთ, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.


არჩევნებში სულ 8 კანდიდატი მონაწილეობს: რუსეთის “კომუნისტური პარტიიდან”  პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, ტელეწამყვანი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი,  “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი. ასევე, რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც ეჭვი არ ეპარებათ, რომ პრეზიდენტის სავარძელს  კვლავ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics