19:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 17:14:59, 1996 ნახვა

საზოგადოება
კომპანია „რედ-კო“ გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კერძო დეველოპერული კომპანია "რედ-კო", გუდაურში 16 მარტს საძელეს საბაგიროზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებთ მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

თავის მხრივ, კომპანიას სურვილი აქვს მომავალ ზამთრის სეზონზე ინციდენტში დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები ყველა ხარჯების ანაზღაურებით დაპატიჟოს გუდაურში "რედკოს" სასტუმრო-დასასვენებელ კომპლექსში New Gudauri Resort Residences & Spa.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია პირველ რიგში უყურადღებოდ არ დავტოვოთ დაზარალებულები და გვერდში დავუდგეთ მათ. ჩვენ ვისურვებდით, რომ გუდაურის შესახებ მათ სასიამოვნო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დარჩეთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის მომავალი წლის სეზონზე", - აცხადებს მირიან ქათამაძე, კომპანია "რედ-კო"-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics