18:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 11:52:10, 1486 ნახვა

საზოგადოება
საგარეო - მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას

საგარეო საქმეთა სამინისტროს  ყირიმის ანექსიის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპაციას და უკანონო ანექსიას.

„ ოთხი წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა დაქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით სრულად იქნა უგულებელყოფილი უკრაინის კონსტიტუცია და კანონმდებლობა ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის დროებით ოკუპაციას და უკანონო ანექსიას, უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და საზღვრების ძალისმიერიშეცვლის მცდელობას, რაც ჩვენს ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა ძირს უთხრის დამკვიდრებულ საერთაშორისოწესრიგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“,- ნათქვამია განცხადებაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

„დღეს, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას დაუსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“,-აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics