18:20 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-16 10:53:15, 1553 ნახვა

საზოგადოება
მონიტორინგის ჯგუფი სურამის ფსიქიატრიულში არსებული ვითარების შესახებ შეფასების დოკუმენტს კვირის ბოლომდე წარმოადგენს

სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ შეფასების დოკუმენტს კვირის ბოლომდე წარმოადგენს.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში აისახება დაწესებულებაში ინფრასტრუქტურული, კლინიკური და ფინანსური მიმართულებით არსებული მდგომარეობა, რაც გახდება უშუალოდ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გადაუდებელი ინტერვენციების განხორციელების საფუძველი.

ამასთან, სამინისტროს ცნობით, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად დაკომპლექტებულია ფსიქიატრიული დარგის ექსპერტებით, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებით, შემუშავდება დარგის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მომდევნო კვირის ბოლომდე წარედგინება მინისტრის სათათბირო ორგანოს -,,ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელ საბჭოს“.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის თანახმად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების უმნიშვნელოვანეს პრინციპებად აღიარებულია ფსიქიატრული სერვისების გეოგრაფიული და დროული ხელმისაწვდომობა, სათემო სერვისების განვითარება, სერვისების დეინსტიტუციონალიზაცია და მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული და დაბალანსებული სისტემის შექმნის უზრუნველყოფა.

თუმცა არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ რეაგირებას, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სურამის დაწესებულებაში არსებული სიტუაცია“, - აცხადებენ სამინისტროში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics