18:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-15 12:54:54, 2215 ნახვა

მსოფლიო
ჟურნალისტის მკვლელობის გამო, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის, თანამდებობა დატოვოს

სლოვაკეთში ჟურნალისტის მკვლელობის გამო პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო პოსტს ტოვებს, - ამის შესახებ Gordonua იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თუ ქვეყნის პრეზიდენტი ანდრეი კისკა პრემიერის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ამ შემთხვევაში ფიცო მზადაა, პოსტი დღესვე დატოვოს.

გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი პრემიერის დასახელების უფლება მის პარტიას უნდა მიეცეს.

"დღეს პრეზიდენტს, ვუთხარი, რომ მზად ვარ თანამდებობა დავტოვო", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, პოლიტიკური კრიზისი სლოვაკეთში უკვე ერთი თვეა გრძელდება. მოსახლეობა მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციებს მართავს.

შეგახსენებთ, სლოვაკეთში გამომძიებელი ჟურნალისტი, იან კუციაკი და მისი მეგობარი გოგო მოკლეს. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, რაც სავარაუდოდ, ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმი ვერ შედის
რა წერია საქართველოს შესახებ PACE-ს რეზოლუციაში - სრულად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics