15:56 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-11 14:17:59, 1848 ნახვა

საზოგადოება
ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა

ჩუღურეთის რაიონში ტრადიციული მარათონი - „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა. მარათონი რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, უკვე მეოთხე წელია ტარდება. შეჯიბრმა სტარტი დავით აღმაშენებლის გამზირის N82-დან აიღო და განახლებულ აღმაშენებელზე დასრულდა. 

ღონისძიებაში ჩუღურეთის რაიონის 14 სკოლის 140 მოსწავლე მონაწილებდა. მარათონში ასევე, მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატებმა და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობამ.  

გამგებელმა მარათონის მონაწილეებს გაზაფხულის დადგომა მიულოცა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისკენ მოუწოდა.

„მარათონი „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთში უკვე ტრადიციად იქცა. მომავალი თაობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს. ჩვენ უკვე მეოთხედ ვხვდებით გაზაფხულს ამ ფორმით და გვინდა, ახალგაზრდებს, თანამოქალაქეებს, უბნელებს მაგალითი მივცეთ, უფრო მეტად დაინტერესდნენ ცხოვრების ჯანსაღი წესით, მუდმივად იყვნენ ფორმაში და განწყობა აიმაღლონ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. 

მარათონის დაწყებამდე გარბენში შეჯიბრი მოეწყო, რომელშიც ჩუღურეთის რაიონის სკოლის მოსწავლეებმა და გამგეობის თანამშრომლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება განახლებულ აღმაშენებელზე მოწყობილ სცენაზე გამარჯვებულთა დაჯილდოებით, ფლეშმობითა და ფოიერვერკით დასრულდა. 

მარათონი „ჩემი გაზაფხული“ პირველად, 2015 წლის გაზაფხულზე ჩატარდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics