17:58 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 18:39:16, 1755 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 29 ივლისს, დაახლოებით 23:50 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, განზრახ ორი პირის მკვლელობისთვის ნასამართლევი ს.დ. ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელების შესაძენად მივიდა, რა დროსაც მაღაზიაში მყოფ გ.ს-სთან და ნ.ა-სთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„აღნიშნულით განაწყენებულმა ს.დ.-მ მაღაზია დატოვა,  თავისი საცხოვრებელი სახლიდან დანა  აიღო, მაღაზიაში დაბრუნდა და მოკვლის მიზნით, გ.ს-ს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანების შედეგად გ.ს. 31 ივლისს გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ს.დ. 2017 წლის 2 აგვისტოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდიკორში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ს.დ. დამნაშავედ  სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics