13:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:25:50, 1418 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე: გივი მიქანაძე კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის აპარატის გაძლიერებას უკავშირდება

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აპარატის გაძლიერების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ აპარატის უფროსი, რომელიც დაინიშნა, ბატონი გივი მიქანაძე, ძალიან კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აპარატის გაძლიერებასთან",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ არ დაადასტურა, რომ პარლამენტის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ნათენაძის თანამდებობიდან გათავისუფლება ფინანსურ საკითხებს უკავშირდება.  მისი თქმით - ეს პარლამენტის შიდა სამზარეულოა და ამაზე კომენტარების გაკეთება საჭიროდ არ მიაჩნია.

„ეს არის, ზოგადად, შიდა სამზარეულო. შესაბამისად, კომენტარების გაკეთება არა მგონია იყოს საჭირო. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აპარატის გაძლიერების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ აპარატის უფროსი, რომელიც დაინიშნა, ბატონი გივი მიქანაძე, ძალიან კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აპარატის გაძლიერებასთან.

 მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად ვუარყო ეს ინფორმაცია. არავითარი კავშირი ამას ფინანსებთან არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. დანარჩენი, ეს არის ჩვენი შიდა საკითხები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია, რომ პარლამენტის აპარატის უფროსი, ბატონი გიორგი მიქანაძე, საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი პარლამენტი და მისი აპარატი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აპარატის ახალი უფროსი, გივი მიქანაძე გუშინ წარუდგინა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics