16:26 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 13:17:52, 1548 ნახვა

კომენტარი
გიორგი გახარია: უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ გახსნის შემდეგ, კომენტარი გააკეთა იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოში ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემცირებისა და პრევენციის მიმართულებით ახორციელებს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შს უწყება აღნიშნული მიმართულებით აქტიურად მუშაობს. 

„ჩვენი უწყება ამ მიმართულებით ძალიან ბევრს აკეთებს, პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა დღეს არის ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენისა და გამოძიების მექანიზმების სრულყოფა და ეფექტიანობის გაზრდა. თქვენ, ასევე, უნდა გაითვალისწინოთ ის კომპონენტი, რომ ბოლო წლების განმავლობაში იმ საგანმანათლებლო პროგრამებმა, რომლებიც განხორციელდა, შეცვალა მიდგომა ამ მოვლენის მიმართ და უფრო მეტი განცხადება შემოდის, უფრო მეტი ქალი მიმართავს დღეს სამართალდამცავ ორგანოებს მათი ინტერესების დასაცავად. ეს სტატისტიკაშიც აისახა და შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც კი მიმართვიანობის რაოდენობა იზრდება, ეს გვაძლევს ჩვენ ჯანსაღ საშუალებას, რომ სწორი რეაგირება მოვახდინოთ ამ სამართალდარღვევებზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. შეგიძლიათ, ასევე, შეკავების ორდერების რაოდენობაც ნახოთ, მათი რაოდენობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი“, - განაცხადა გიორი გახარია.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics