17:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 12:17:49, 1845 ნახვა

სამართალი
ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის გაცემა გამარტივდება

საქართველოს მთავრობას დღევანდელ სხდომაზე დასამტკიცებლად ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა წარედგინა.

ცვლილებების ინიციატორი იუსტიციის სამინისტროა.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალადობის ფაქტზე შემაკავებელი ორდერის გამოწერა უნდა გამარტივდეს და იარაღთან წვდომის უფლება  შეიზღუდოს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც გამოაქვს იუსტიციის მინისტრს, ეს გახლავთ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არის საკმოდ არასახარბიელო სტატისტიკა ამ მიმართულებით, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ ბევრჯერ მეც მქონდა საუბარი არაერთხელ და ერთ-ერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით არის შემაკავებელი ორდერის გამოწერის გამარტივება და ასევე იარაღთან წვდომის შეზღუდვის გამარტივება. დღემდე ეს ნაბიჯი იყო დისკრეციული და ჩვენ ვაკონკრეკეტებთ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც სავალდებულო იქნება შემაკავებელი ორდერის გაცემა და ასევე იარაღთან წვდომის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი და ჩვენ ასევე სხვა ნაბიჯებსაც ვახორციელებთ, ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა დღემდეც არაერთი ნაბიჯი, მაგრამ ჩვენი ღირსების, ჩვენი ქვეყნის ღირსების საკითხია, რომ ამ კუთხიტ სიტუაცია რადიკალურად შევცვალოთ და, რა თქმა უნდა, ამას ვახორციელებთ ასევე საგანმანათლებლო კამპანიით და ეს უნდა დაიწყოს ადრეული ასაკიდანვე”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics