|
2018-03-05 10:03:48, 3776 ნახვა
კულტურა
ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ლოს-ანჯელესში, დოლბის თეატრში ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. შოუ საერთო ჯამში 8 საათის განმავლობაში გაგრძელდა. დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 05:00-ზე დაიწყო. ღონისძიებას ამერიკელი კომიკოსი ჯიმი ქიმელი უძღვებოდა. კინო-აკადემიამ 2018 წლის საუკეთესო ფილმად გილიერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა" დაასახელა. ამავე სურათისთვის დელ ტორომ საუკეთესო რეჟისორის ტიტულიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ "წყლის ფორმამ" სულ 4 ოსკარი მიიღო. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ფილმში "ბნელი საათი" (Darkest Hour) გარი ოლდმანი დაჯიდოვდა. უნდა ითქვას, რომ ეს მსახიობას პირველი ოსკარია. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კინო-აკადემის მოწონება კი, მსახიობმა ფრენსის მაკდორმანდმა დაიმსახურა, ფილმისთის"სამი ბილბორდი ებინგის მიღმა, მისურიში" (Three Billboards outside Ebbing, Missouri). რაც შეეხება მეორეხარისხოვან როლებს, საუკეთესო მსახიობი კაცი სემ როკუელი გახდა, რომელმაც Three Billboards outside Ebbing, Missouri-ში მიიღო მონაწილეობა, ხოლო საუკეთესო ქალი ელისონ ჯენი გახდა, რომელიც ფილმში I, Tonya თამაშობს. საუკეთესო ანიმაციური ფილმის ნომინაციაში მულტფილმა - Coco-მ გაიმარჯვა. საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი კი, Dear Basketball-ი გახდა. ჰოლივუდში ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოების დასრულების შემდეგ, ვარსკვლავებმა ჰოლივუდში ტრადიციულ წვეულებაზე გადაინაცვლეს. გამარჯვებულების სრული სიის სანაახავად გადადით ბმმულზე: https://www.vanityfair.com/hollywood/2018/03/oscars-winners-list-2018
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)