16:41 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 14:47:43, 2635 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის „დათო პანკისკის“ მკვლელობა გახსნა

თურქეთის პოლიციამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით ალხანაშვილის იგივე „დათო პანკისკის" მკვლელობა გახსნა, - ამის შესახებ Life იუწყება

მედია საშუალების ინფორმაციით, დათო პანკისის მკვლელობა ზაქარია კალაშოვის იგივე „შაქრო მალადოის“ ბრძანებით „კანონიერმა ქურდმა“ ანდრანიკ სოღოიანმა მოაწყო. სოღოიანი  ცნობილია როგორც „ზაპ ლენინაკანსკი".

თურქეთის პოლიციამ დაადგინა,  რომ ალხანაშვილი ქილერმა მოკლა, რომელიც სოღოიანმა თურქეთში რუსეთიდან ჩაიყვანა.

„კალაშოვმა სთხოვა სოღოიანს რამდენიმე ქილერთან ერთად სტამბოლში ჩასულიყო. სწორედ სოღოიანი გავიდა ალხანაშვილის კვალზე და ქილერებს მისი მკვლელობის განკარგულება მისცა. 2017 წლის 22 დეკემბერს სოღოიანმა ალხანაშვილი სტამბოლის ერთ-ერთ რესტორანში დაინახა. მან ახლანაშვილს ტელეფონზე დაურეკა, იმისათვის, რომ გარეთ გამოეტყუა. როდესაც ალხანაშვილი რესტორნიდან გამოვიდა და რამდენიმე ასეული მეტრი გაიარა, გასროლის ხმა გაისმა. უცნობმა პირმა ალხანაშვილს რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა. ამის შემდეგ სოღოიანმა და მისმა ხელქვეითებმა თურქეთის ტერიტორია დატოვეს და მიმალვაში არიან", - წერს სააგენტო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics