16:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-27 01:39:38, 2043 ნახვა

სამართალი
გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტის მიერ საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებისგან

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის 15 თებერვალს "დემირელის" კოლეჯის ყოფილმა მენეჯერმა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა საჩივარი შეიტანა გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტში.

როგორც "ექსპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, იგი ჩივის, რომ თურქეთში მისიექსტრადირების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა დაირღვეს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები.

"კერძოდ, მისი მტკიცებით, თურქეთშიექსტრადირების შემთხვევაში, ის შეიძლება დაექვემდებაროს წამებას. აღნიშნული კომიტეტის 2018 წლის 19 თებერვლის წერილით საქართველოს ეთხოვა, თავი შეიკავოს  საქართველოდან თურქეთში მომჩივნის ექსტრადირებისგან, სანამ ეს საქმე გაეროს კომიტეტშიგანიხილება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მოქმედმა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურმა გაეროს კომიტეტის 19 თებერვლის წერილი უკვე მიაწოდასაქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხს ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics