11:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 19:55:25, 2043 ნახვა

ეკონომიკა
კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 103.0 მლნ ლარით (0.5 პროცენტით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.6 პროცენტით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 21.9 მლრდ ლარს მიაღწია.

„ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 426.6 მლნ ლარით (4.7 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 323.6 მლნ ლარით (2.6 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.1 პროცენტით გაიზარდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2018 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.5 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.7 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.9 მლრდ ლარის (3.0 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7 პროცენტით მეტი).

2018 წლის იანვრის განმავლობაში 3.0 პროცენტით ანუ 341.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 11.6 მლრდ ლარს მიაღწია.

მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.66 პროცენტი შეადგინა. პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 1.75 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 0.84 პროცენტული პუნქტით)“,-ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics