13:43 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-26 13:51:14, 2838 ნახვა

მსოფლიო
იერუსალიმში მაცხოვრის ტაძარი დაიხურა

იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარი გაურკვეველი ვადით დაიხურა, - ამის შესახებ Deutsche welle იუწყება.

ბერძნულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიის წინამძღვრების წერილის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება ეკლესიის და წმინდა მიწაზე ქრისტიანული მრევლის წინააღმდეგ სისტემატიური კამპანიისთვის პროტესტის გამოცხადების ნიშნად მიიღეს.

ისინი ისრაელის ახალ საგადასახადო პოლიტიკას და მიწების კონფისკაციის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს აპროტესტებენ. კერძოდ კი, ქრისტიანების აღშფოთებას იწვევს კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ხელისუფლებას ეკლესიის კუთვნილი მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის უფლებას აძლევს.

სასულიერო პირებმა წერილში ამ კანონპროექტს "დისკრიმინაციული და რასისტული" უწოდეს. ამასთან, ეკლესია მუნიციპალური მოსაკრებლების წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც მათი მტკიცებით, სტატუს-კვოს არღვევს. სასულიერო პირების მტკიცებით, "ხსენებული ცვლილებებით, იერუსალიმში ქრისტიანული წარმომადგენლობის შესუსტება სურთ".

ცნობისთვის, იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარი ქრისტიანი მომლოცველებისთვის მთავარი წმინდა ადგილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics