|
2018-02-22 16:14:04, 1640 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე: ჩვენი ამოცანაა, მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება
„ჩვენი ამოცანაა მივაღწიოთ ისეთ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა აუცილებელი წინაპირობაა, რომ აღნიშნული მიზანი იქნას მიღწეული. „ეს რეფორმა არის ძალიან მასშტაბური და ეხება 120 ათას მეწარმეს და მათ უკან მდგომ ადამიანებს. ფინანსთა სამინისტრო მზადაა, გათვალისწინებული იყოს თითოეული მეწარმის ინტერესები. ვფიქრობ, რომ საქართველოში ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი. აღნიშნული ინიციატივის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეწარმეებმა. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია, მოვისმინოთ მეწარმეების მოსაზრებები. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი ინიციატივა და უფრო კარგად მოვარგოთ ის იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. ახალი საგადასახადო ინიციატივის გაცნობის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის საინფორმაციო კამპანიას რეგიონებშიც გააგრძელებს. (NS)
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)