09:48 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-21 17:12:05, 1655 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილმა თურქეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრაზე სარფის საბაჟოს რეკონსტრუქციის დროული დასრულების საკითხი დააყენა

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საკითხთა და კომუნიკაციების მინისტრს აჰმეთ არსლანს შეხვდა, რომლის დროსაც ქართველი საავტომობილო გადამზიდავებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის რეკონსტრუქციის დროული დასრულების და თურქეთის მხრიდან მისი გამტარუნარიანობის გაზრდის საკითხი დააყენა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვები 2017 წელს დაახლოებით 17%-ით გაიზარდა, განხილულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ხელს შეუწყობს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებას.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics