00:28 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-20 16:58:11, 756 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ოთხმა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები შეიძინა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ოთხმა ეკომიგრანტმა ოჯახმა თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართები შეიძინა.

რეგისტრაციის პროცედურა იუსტიციის სახლში გაიმართა.

„სტიქიის შედეგად სამი წლის წინ დავიმეწყრეთ, სახლი დაზიანდა, ნათესავისგან გავიდეთ, რომ სამინისტრო ახორციელებდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, შემოვიტანეთ განაცხადი და დღეს დაგვაკმაყოფილეს, ბინა ქობულეთის მუნიციპალიტეტში შევიძინეთ“, - განაცხადა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების მკვიდრმა ისმაილ გელაძემ.

გელაძეების გარდა, დღეს, საცხოვრებელი ფართები ვანაძეების, მახარაძეებისა და შავაძეების ოჯახებმაც შეიძინეს.

მიმდინარე წელს პროგრამით უკვე ისარგებლა 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა.

პროგრამის ბიჯეტი 3 000 000 ლარს შეადგენს. პროგრამით გათვალისწინებულია 115-მდე სახლის ან ბინის შეძენა. პროგრამა თანადაფინანსებით ხორციელდება და თითოეულ ოჯახზე გათვალისწინებულია 25 000 ლარი.

„ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა, მას შემდეგ უსაფრთხო საცხოვრისი 207-მა ოჯახმა შეიძინა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics