|
2018-02-19 17:55:51, 1713 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე - არასდროს არ ჰქონია საქართველოს ამხელა ნდობა და მხარდაჭერა, როგორიც დღეს აქვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს მიზანია იყოს ლიდერი, არამხოლოდ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატში, არამედ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს შორისაც კი. ამის შესახებ საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პარლამენტში სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, არასდროს საქართველოს არ ჰქონია ევროკავშირის მხრიდან ამხელა ნდობა და მხარდაჭერა „არასდროს საქართველოს არ ჰქონია ამხელა ნდობა და საქართველოს მთავრობას ამხელა მხარდაჭერა, როგორიც აქვს დღეს მისი ევროპული დღის წესრიგიდან გამოდინარე". საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსაზრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა შეცვალა რამდენიმე წლის წინ გაჟღერებული სტრატეგია და ღიად განაცხადა ბალკანეთის მიმართულებით გაფართოებაზე, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოსთვისაც. „რა თქმა უნდა, ევროკავშირი არის თავისი პოლიტიკის ფარგლებში დღეს შეზღუდული, რომ ისაუბროს გაფართოების საკითხებზე და კონკრეტულად, აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართულებით გაფართოების საკითხზე, მაგრამ ჩვენ მივესალმებით, რომ ევროკავშირმა შეცვალა რამდენიმე წლის გაჟღერებული პოლიტიკა, ზოგადად, გაფართოებასთან მიმართებით და დღეს უკვე აქვს სტრატეგია და ევროკავშირის ხედვა არის ბალკანეთის მიმართულებით გაფართოება. ეს არის ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი, და სამომავლოდ წარმოადგენს ჩვენთვისაც დიდ იმედს. ჩვენი მიზანია, რომ საქართველო იყოს ლიდერი, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, არამედ ევროკავშირთან გაწევრიანების მსურველ ქვეყნებთან მიმართებაშიც", - განაცხადა ჯანელიძემ. მისი თქმით საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს დოკუმენტზე „საგზაო რუკა ევროკავშირისკენ", რომლის მიზანია „ევროინტეგრაციის გზაზე იმაზე მეტის გაკეთება ვიდრე ამას ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციური დაახლოების კუთხით, მეტ პრაქტიკულ დაახლოებას და ინტეგრაციას ევროკავშირთან". მისი თქმით ევროკავშირთან სექტორული დაახლოების დიდი რესურსი არსებობს და ამაზე ევროკავშირთან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)