08:50 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-16 14:54:06, 2068 ნახვა

მსოფლიო
თურქმა სამართალდამცველებმა ანტიამერიკული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

თურქმა სამართალდამცველებმა ანკარაში ანტიამერიკული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ახალგაზრდული ფრთაა. აქციის მონაწილეები თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ვიზიტს აპროტესტებენ.

მედიის ცნობით, აქცია სასტუმრო "Ankara Palace"-სთან მიმდინარეობს, სადაც რექს ტილერსონის და თუქეთის პრემიერ-მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს პრესკონფერენციაა დაგეგმილი.

საპროტესტო აქციაში 150 ადამიანი მონაწილეობს. მათ ქალაქის მერიისგან აქციის ჩატარების ნებართვა არ მიუღიათ.  მომიტინგეებს ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებენ: "ამერიკა - ჩვენი ჯარისკაცების მკვლელი", "მკვლელო ტილერსონ - გაეთრია თურქეთიდან".  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics