12:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-12 21:23:49, 1900 ნახვა

სამართალი
ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან

ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებაში ბრალდებულები:  ანატოლი ბერძენიშვილი,  რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილი, რამაზ მარგოშვილი,  ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილი, საედ დუდაევი  თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები მათი დაცვის ქვეს მყოფების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაგრძელების  საფუძველი არსებობდა.

წინასასამართლო სხდომა  22 მარტს გაიმართება. 1 თვით პროცესი პროკურატურის მოთხოვნით გადაიდო.

შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის  მესამე ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტერორიზმის დაფინანსებას ,ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს,რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად  17 დან 20 წლამდე  ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics