06:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-02 15:22:30, 1796 ნახვა

სამართალი
მთავარ პროკურორთან შეხვედრა დასრულდა - მაჩალიკაშვილის მშობლებმა უწყება უკომენტაროდ დატოვეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებისა და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

როგორც ცნობილია, ოჯახის მთავარი მოთხოვნა გამოძიების სწრაფად და ობიექტურად ჩატარება, სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა და თემირლან მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭებაა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და საბოლოოდ მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, 10 იანვარს იგი გარდაიცვალა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics